ჩინეთში სულ ცოტა 29 ადამიანი დაიღუპა შეიარაღებული თავდასხმის შედეგად

ჩინეთში სულ ცოტა 29 ადამიანი დაიღუპა და 130 დაიჭრა დანებით შეიარაღებული პირების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად. თავდასხმა შაბათს მოხდა პროვინცია იუნიანის ქალაქ კუნმინის რკინიგზის სადგურზე. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „სინხუას“ ცნობით, პოლიციამ ოთხი სავარაუდო თავდამსხმელი მოკლა. ხელისუფლებამ მომხდარს ტერაქტი უწოდა და პასუხისმგებლობა დააკისრა „სეპარატისტებს“ უიღურების ავტონომიური რაიონიდან.