ირაკლი ალასანია ტელეფონით ესაუბრა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს

უკრაინაში შექმნილი სიტუაცია სატელეფონო საუბრისას განიხილეს საქართველო თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ და უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა იგორ ტენიუხმა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ირაკლი ალასანიამ იმედი გამოთქვა, რომ არსებული ვითარება მშვიდობიანი გზით განიმუხტება. სამინისტროს ცნობითვე, ირაკლი ალასანიამ და იგორ ტენიუხმა საქართველო-უკრაინის სტრატეგიულ თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპეტქტივებზე ისაუბრეს და შეთანხმდენენ, რომ მუდმივი კავშირი ექნებათ.