პარლამენტი უკრაინის საკითხზე დადგენილებას მიიღებს

უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტი დღეს კიდევ ერთ დადგენილებას მიიღებს. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უკრაინის საკითხზე დადგენილების პროექტს განიხილავენ. საპარლამენტო უმრავლესობამ რეზოლუციის პროექტზე 4 მარტს იმსჯელა ფრაქციის დახურულ სხდომაზე. როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, გია ვოლსკიმ განაცხადა, რეზულუციის საბოლოო ტექსტი ჯერ შემუშავებული არ არის, თუმცა უკრაინასთან დაკავშირებით ხელისუფლებისა და საპარლამენტო უმრავლესობის მოსაზრებები საჯაროდაა ცნობილი.