გაეროს წარმომადგენელს ყირიმში ვიზიტისას დაემუქრნენ

გაეროს წარმომადგენელ რობერტ სერის ყირიმში ვიზიტისას დაემუქრნენ, რის შემდეგაც გაკეთდა განცხადება რეგიონში მისი ვიზიტის დასრულების შესახებ. სერი ოთხშაბათს სიმფეროპოლში, სამხედრო-საზღვაო ძალების შტაბ-ბინის დასათვალიერებლად იყო მისული, მაგრამ როცა იქიდან წასვლას აპირებდა, მის ავტომანქანას შემოეხვიენ შეიარაღებული პირები და გააფრთხილეს, წასულიყო ყირიმიდან. შეიარაღებულ პირებს სერის წაყვანა სურდათ, მაგრამ გაეროს წარმომადგენელმა თავი შეაფარა კაფეს, რომელშიც ბრიტანელი ტელეჟურნალისტების ჯგუფი იმყოფებოდა. შეიარაღებული პირები გარეთ, კაფესთან იცდიდნენ. რობერტ სერი ბოლოს სხვა ავტომანქანით წავიდა და, გაეროს განცხადებით, წყვეტს ყირიმში თავის მისიას.