პოლიციის მონაცემებით, მოსკოვის ცენტრში 65 000-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა ყირიმის რუსეთთან მიერთების მხარდასაჭერ აქციაზე. აქცია იმართება ლოზუნგით „ჩვენ ერთად ვართ“. ყირიმის პარლამენტმა ხუთშაბათს დაუჭირა მხარი რეგიონის რუსეთთან მიერთებას და 16 მარტს დანიშნა ამ საკითხზე რეფერენდუმი.