პუტინმა გახსნილად გამოაცხადა სოჭის პარაოლიმპიური თამაშები

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა გახსნილად გამოაცხადა სოჭის პარაოლიმპიური თამაშები. ის დაესწრო მე-11 პარაოლიმპიური ასპარეზობის გახსნის ცერემონიას სოჭში, ფიშტის სტადიონზე. თამაშებში მონაწილეობს მსოფლიოს 45 ქვეყნის წარმომადგენელი 550-მდე ათლეტი. მათ შორის არ არიან საქართველოს წარმომადგენლები.