შაბათს, მოსკოვში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, გრიგორი კარასინსა და ამ ქვეყანაში უკრაინის ელჩს, ვოლოდიმირ იელჩენკოს შორის შედგა შეხვედრა. როგორც რუსეთის საგარეო უწყება იტყობინება, დიპლომატებმა იმსჯელეს რუსეთ-უკრაინის ურთიერთობაზე გულწრფელ ატმოსფეროში. უკრაინის სამხედრო უწყების თანახმად, რუსეთის არმიის დიდი სამხედრო კოლონა, ათეულობით სამხედრო ავტომანქანით, მიემართებოდა ყირიმის დედაქალა, სიმფეროპოლის სამხედრო ბაზისკენ.