ვიქტორ იანუკოვიჩი მორიგი მიმართვით გამოვა

უკრაინის გადაყენებული პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი დღეს 13:00 საათზე როსტოვში ახალი მიმართვით წარდგება. შეხვედრაზე მედიის წარმომადგენლებიც იქნებიან დაშვებული. უკრაინის რადის მიერ პრეზიდენტის პოსტიდან გადაყენების შემდეგ, პირველად საზოგადოების წინაშე ვიქტორ იანუკოვიჩი 28 თებერვალს გამოჩნდა და განაცხადა, რომ იგი უკრაინის მოქმედი, ლეგიტიმური პრეზიდენტია. მის ამ მოსაზრებას იზიარებს მოსკოვიც, თუმცა გასულ კვირაში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ინუკოვიჩს არ აქვს არც ფაქტობრივი ხელისუფლება და არც მომავალში მისი მიღების შანსი.