გრძელდება გაუჩინარებული „ბოინგის“ სამძებრო სამუშაოები

შაბათს, ღამით დაკარგული კომპანია Malaysia Airlines-ის კუთვნილი „ბოინგ 777-200“-ის საძიებო სამუშაობს თითქმის ცხრა ქვეყნის სპეციალური სამსახურები განაგრძობენ. თვითმფრინავი ნახევარკუნძულ მალაკის დასავლეთ ნაწილში გაუჩინარდა. სწორედ აქ წარმოებს სამძებრი სამუშაოები. ავიალაინერზე, რომელიც რეისს კუალა-ლუმპურიდან პეკინის მიმართულებით ასრულებდა, 227 მგზავრი და ეკიპაჟის 12 წევრი იმყოფება. ამ დღეებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თვითმფრინავის ორი მგზავრი ბორტზე მოპარული პასპორტებით მოხვდა. ისინი ირანის მოქალაქეები არიან.