მსოფლიო ბანკი უკრაინას 3 მილიარდამდე დოლარს გამოუყოფს

მსოფლიო ბანკი 2014 წელს, ეკონომიკური რეფორმების განსახორციელებლად, უკრაინას 3 მილიარდამდე დოლარს გამოუყოფს. გადაწყვეტილება ბანკმა უკრაინის მთავრობის მიმართვის საფუძველზე მიიღო. ჯერჯერობით უცნობია, რა პირობებით მიიღებს კიევი ამ დახმარებას და გავრცელდება თუ არა გამოყოფილი თანხა უკვე დაწყებულ პროექტებზე.