ადვოკატის ინფორმაციით, დათა ახალაიას მოეხსნა გირგვლიანის წამების ორგანიზების ბრალდება

პროკურატურამ სანდრო გირგვლიანის წამების ორგანიზების ბრალდება მოუხსნა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს დათა ახალაიას - ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს აცნობა ახალაიას ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა. თავად საქართველოს პროკურატურას რაიმე ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.