ერთიანი ნაციონალური მოძრაობა თბილისის მერობის კანდიდატის შესარჩევად პრაიმერის აღარ ჩაატარებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა თბილისის მერობის კანდიდატის შესარჩევად პრაიმერის აღარ ჩაატარებს. პარტიის მიერ წინასწარი კენჭისყრისთვის ორი კვირის წინ შერჩეულმა გიორგი ვაშაძემ კანდიდატურა ნიკა მელიას სასარგებლოდ მოხსნა. „შიდა კონკურენციამ მოიტანა ის, რომ ახალი ადამიანები, ახალი ლიდერები გამოიკვეთნენ და მათ შორის გამოიკვეთა ნიკა მელია, ჩემი მეგობარი, რომელთან ერთადაც რამდენიმე წელია მოვდივარ,“ განაცხადა ვაშაძემ. მისი თქმით, მელიას სასარგებლოდ კანდიდატურის მოხსნის გადაწყვეტილება გუნდთან ერთად მიიღო.