უცვლელი პრობლემები შეცვლილ შრომის კოდექსში

Your browser doesn’t support HTML5

მასობრივი გაფიცვების ტალღა საქართველოში დაახლოებით ერთი თვის წინ დაიწყო. თბილისში გაფიცული მეხანძრეების ნაწილმა შიმშილობა გამოაცხადა, კაზრეთსა და ჭიათურაში კი გაფიცვა დაიწყო სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით. ჭიათურელ მაღაროელებს მსგავსი მოთხოვნები 2012 წელსაც ჰქონდათ. ისინი მოითხოვდნენ შრომის კოდექსის ცვლილებას, რომელიც, მათი განცხადებით, დამსაქმებლის ინტერესებზე იყო მორგებული. 2014 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა ცვლილებები შრომის კოდექსში. თუმცა პროფკავშირებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ კოდექსის რამდენიმე ცვლილება შრომის საერთაშორისო სტანდარტებს ეწინააღმდეგება და დასაქმებულთა უფლებებს არღვევს.