ბაღდადში დანაღმული ავტომანქანებით მოწყობილი აფეთქებების შედეგად დაიღუპა, სულ ცოტა, 15 და დაიჭრა ათობით ადამიანი. აფეთქებები უმეტესწილად მიმართული იყო სავაჭრო ობიექტების წინააღმდეგ ბაღდადის რამდენიმე რაიონში. თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია.