მინსკში ოპოზიციის აქტივისტები და ჟურნალისტი დააკავეს

პოლიციამ ბელორუსიაში რვა აქტივისტი, მათ შორის გაერთიანებული სამოქალაქო პარტიის ლიდერი ანატოლი ლიაბედზკა და ორი ჟურნალისტი დააკავა. ისინი კამაროუკას სავაჭრო ცენტრში იმ დროს დააკავეს, როდესაც მომავალ კვირისათვის დანიშნული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინა კამანიას აწარმოებდნენ. აქტივისტებს ემოსათ პოლიტიკური პატიმრების სურათებიანი მაისურები. ლიაბედზკამ და ოთხმა აქტივისტმა ერთი ღამე პოლიციის ქვეგანყოფილების საკანში დააკავეს. დანარჩენები კი გაათავისუფლეს. ორშაბათს სასამართლო მათ საქმეზე იმსჯელებს.