ლაურა ღაჭავა: ერეკლე კოდუას საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე სასამართლო მოგებული გვაქვს

ერეკლე კოდუას დედა, ბიზნესმენი ლაურა ღაჭავა ირწმუნება, რომ ერთ-ერთ ეპიზოდზე, რომლის გამოც პროკურატურა მის ვაჟს ედავება, სასამართლოში საქმე მოგებული აქვთ. სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ ღაჭავამ განუცხადა, რომ თავად გადაიხადა "ტოიოტა ცენტრიდან" გამოყვანილი ავტომობილის ღირებულება, არსებობს მიღება-ჩაბარების აქტი და სასამართლო პროცესი ამ საქმეზე მათი ოჯახის სასარგებლოდ დასრულდა.