პუტინი: რუსეთს არ სურს უკრაინის დაშლა, მაგრამ ყირიმი რუსეთის უნდა იყოს

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთს არ სურს უკრაინის დაშლა, მაგრამ ყირიმს რაც შეეხება - ის რუსეთის უნდა იყოს. პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამის შესახებ განაცხადა რუსეთის პარლამენტის ორივე პალატის წინაშე გამოსვლისას. მისი თქმით, ყირიმი იქნება სამშობლო ყველასთვის, ვინც იქ საუკუნეები ცხოვრობენ, მაგრამ არასოდეს იქნება „ბანდერას რეგიონი“.