ავღანეთში თვითმკვლელის იერიშს ორი კაცი შეეწირა

ავღანეთის ხელისუფლების ინფორმაციით, დანაღმული ველოსიპედის აფეთქების შედეგად ქვეყნის აღმოსავლეთში ორი კაცი დაიღუპა. ასაფეთქებელი ნივთიერებით იერიში ღაზნის პროვინცია ოთხშაბათს მოხდა. პოლიციის ცნობით, აფეთქებაში ერთი პოლიციელი და ერთი მოქალაქე დაიღუპნენ. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.