ევროკავშირი ხედავს დიდ განსხვავებებს მის და ირანის პოზიციებს შორის

ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლის ინფორმაციით, დიდი განსხვავებები არსებობს ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო ირანისა და მსოფლიოს ექვსი წამყვანი ქვეყნის პოზიციებს შორის. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერის, კეთრინ ეშტონის მოადგილემ, ჰელგა შმიდმა მიწერა ევროკავშირის ლიდერებს, ირანის ბირთვულ პროგრამაზე გამართულ მოლაპარაკებასთან დაკავშირებით. თუმცა, შმიდის თქმით, ირანელ მომლაპარაკებლებს ეტყობათ, რომ ძალიან სურთ, მიაღწიონ შეთანხმებას ბრიტანეთთან, საფრანგეთთან, გერმანიასთან, რუსეთთან, შეერთებულ შტატებთან და ჩინეთთან. საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს ინფორმაციას ჰელგა შმიდის წერილზე, რომელიც გაგზავნილია ვენაში 18-19 მარტს გამართული მოლაპარაკების შემდეგ. ამასობაში, ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მოჰამად ჯავად ზარიფმა გამოთქვა შეფასება, რომ ვენის მოლაპარაკებები „ძალიან სასარგებლო“ იყო ზოგი საკითხის განმარტების მხრივ.