პროკურატურაში დასაკითხად იმყოფება ყოფილი მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა

ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმის გამო პროკურატურაში დასაკითხად იმყოფება საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა. მან დაკითხვის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქმის გარკვეული დელიკატური მომენტების შესახებ ინფორმაციის გაჟონვის თავიდან ასაცილებლად, მასალების ნაწილი ინახებოდა პროკურატურაში ყველაზე დაცულ ადგილას, მთავარი პროკურორის კაბინეტის სეიფში. ზოდელავამ აბსურდი უწოდა მოსაზრებას, რომ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე წინა ხელისუფლების მიერ წარმოებულ გამოძიებას ჰქონდა მტკიცებულებები, რომლებიც გარდაცვალების ოფიციალურ ვერსიას ეჭვქვეშ აყენებდა. ოფიციალური ვერსიით, ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვის გარდაცვალების მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვით გამოწვეული მოწამვლა იყო.