მეხანძრეების პროტესტი გრძელდება

Your browser doesn’t support HTML5

თბილისში მეხანძრე-მაშველების ნაწილი უკვე თვეზე მეტია, არასათანადო სამუშაო პირობებს აპროტესტებს. ისინი სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, გათავისუფლებული თანამშრომლების აღდგენასა და თბილისის საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსის, თემურ გიორგაძის სამსახურიდან გათავისუფლებას მოითხოვენ. მეხანძრეებმა ერთი თვის წინ საბურთალოს ქუჩაზე, სახანძრო სამსახურის წინ კარვები გაშალეს და შიმშილობა დაიწყეს. მოგვიანებით აქციამ თბილისის მერიის წინ გადაინაცვლ. როგორც მეხანძრე-მაშველები ამბობენ, მათ, ექიმების რჩევით, შიმშილობა შეწყვიტეს, თუმცა აქციას მანამდე განაგრძობენ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.