თბილისში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ევრაზიული კავშირის მომხრეები და მოწინააღმდეგეები

სამი პირი დააკავა პოლიციამ თბილისის "კინოს სახლთან," სადაც ფიზიკური დაპირისპირება მოხდა ევრაზიული კავშირის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის. ინციდენტი მოხდა დღეს ბათუმშიც, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ნატოს მოწინააღმდეგეები და მხარდამჭერები. ბათუმში პოლიციას არავინ დაუკავებია.