საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკრაინას 14-დან 18-მილიარდამდე სესხს მისცემს

საერთაშორისო სავალუტო ფონდი 14-იდან 18 მილიარდ დოლარამდე სესხს დაჰპირდა ფინანსურ კრიზისში მყოფ უკრაინას. ფონდის დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, სესხის გაცემა აპრილიდან დაიწყება მას, შემდეგ, რაც უკრაინის ხელისუფლება ეკონომიკური სტაბილიზაციის ზომებს დაამტკიცებს. ფონდის პროგრამა შესაძლოა გახდეს ფართოს საერთაშორისო ფინანსური მხარდაჭერის ნაწილი, რაც მომდევნო ორი წლის განმავლობაში უკრაინისათვის 27 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.