საქართველოს მთავრობა რეალობის ადეკვატურს უწოდებს ობამას განცხადებას

საქართველოს მთავრობა რეალობის ადეკვატურს უწოდებს აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას, რომ ამ ეტაპზე ნატოს გაფართოება არ იგეგმება. "ჩვენ არ უნდა ვიყოთ ილუზიებში და ყოველთვის რეალურად უნდა შევაფასოთ არსებული სიტუაცია და მოცემულობა“, - განუცხადა ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, ნატოს გაფართოება ამ ეტაპზე არ იგეგმება და საქართველოს მთავრობის მიზანია მოსახლეობას სწორი ინფორმაცია მიაწოდოს და არ გაუჩინოს მცდარი მოლოდინი, როგორც ეს წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა.