ვიქტორ იანუკოვიჩი პრესკონფერენციას გეგმავს

ძალაუფლებას ჩამოშორებული უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი 28 მარტს პრესკონფერენციის გამართვას გეგმავს. "უნიანის" ინფორმაციით, იანუკოვიჩისჟურნალისტებთან შეხვედრო დრო ჯერ არ დაზუსტებულა. არც ის არის ცნობილი, თუ რა განცხადებას გააკეთებს ექსპრეზიდენტი. ვიქტორ იანუკოვიჩმა როსტოვშიპრესკონფერენცია ორჯერ - 28 თებერვალსა და 11 მარტს გამართა და განაცხადა, რომ ის უკრაინის ლეგიტიმური პრეზიდენტია.