თბილისში თავს დაესხნენ უმცირესობის წევრ ნუგზარ წიკლაურს

საქართველოს პარლამენტის უმცირესობის წევრ ნუგზარ წიკლაურს 31 მარტს გამთენიისას საკუთარ საცხოვრებელ კორპუსთან ფიზიკურად გაუსწორდნენ. დეპუტატის თქმით, მას სახლთან სამი მანქანით დახვდა შვიდი-რვა ნიღბიანი პირი, რომლებმაც მისი გატაცება სცადეს. გამოიყენეს ელექტროშოკი. პირველადი დახმარება ნუგზარ წიკლაურს ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოში აღმოუჩინეს. მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. თავდასხმას დეპუტატი პოლიტიკურ ანგარიშსწორებად განიხილავს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის უწყებებს დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის ცემის ფაქტის დროულად გამოძიებისკენ მოუწოდებს.