ერაყელი ოფიციალური პირების ინფორმაციით, ჯარისკაცებმა ათობით ექსტრემისტი მოკლეს ბაღდადთან შეტაკების დროს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ჯარისკაცებმა მოიგერიეს ექსტრემისტების თავდასხმა სამხედრო ბაზაზე იუსიფიაში და მოკლეს 40-ზე მეტი „ტერორისტი თავდამსხმელი“. შეტაკებების დროს დაიღუპა ერთი ოფიცერი. იუსიფია ბაღდადის სამხრეთით 20-მდე კილომეტრში მდებარეობს. პოლიციის ცნობით, ექსტრემისტების თავდასხმა ოთხშაბათს ღამით დაიწყო და რამდენიმე საათი გაგრძელდა.