როცა „1+1=1“

სიღნაღის მუნიციპალიტეტის შენობა

გასულ კვირაში საქართველოს პარლამენტმა დადგენილებით მხარი დაუჭირა მთავრობის წინადადებას დამატებით 7 ახალი მუნიციპალიტეტის შექმნის თაობაზე. გადაწყვეტილების თანახმად, ახალი თვითმმართველი ქალაქების - თელავის, მცხეთის, გორის, ახალციხის, ზუგდიდის, ამბროლაურისა და ოზურგეთის - მიღმა დარჩენილი დასახლებებისგან, ნაცვლად რამდენიმესი, თითო ახალი მუნიციპალიტეტი შეიქმნება. ეგრეთ წოდებულმა 1+1 ფორმულამ თვითმმართველობის არსებული ტერიტორიული საზღვრები პრაქტიკულად ვერ შეცვალა, ანუ დაპირებული რეფორმა ამ მიმართულებით ვერ განხორციელდა. თემაზე უფრო ვრცლად „რეგიონალურ მაცნეში“ ვისაუბრებთ. შემოგთავაზებთ სიუჟეტებს გორიდან, ახალციხიდან, ზუგდიდიდან და თელავიდან.