ნიკარაგუაში 6,1 სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ნიკარაგუაში 6,1 სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ოფიციალური ინფორმაციით, დაშავდა 14 ადამიანი, დაზიანდა შენობები და ელექტრომომარაგება შეუწყდა რამდენიმე რეგიონს. აშშ-ის გეოლოგიური კვლევის ცენტრის მონაცემებით, 10 აპრილს მომხდარი მიწისძვრის ეპიცენტრი მდებარეობდა 18-მდე კილომეტრში ქალაქ ლარეინაგას სამხრეთ-აღმოსავლეთით.