საქართველოს მთავრობამ მხარი დაუჭირა პრეზიდენტის განკარგულებას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების თარიღად 2014 წლის 15 ივნისის განსაზღვრასთან დაკავშირებით. პრეზიდენტის განკარგულება უკვე შევიდა ძალაში, 14 აპრილს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებისთანავე.