ევროკავშირის მინისტერიალზე მხარი დაუჭირეს უკრაინის დასახმარებელ ზომებს

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები მხარს უჭერენ უკრაინის დასახმარებლად მილიარდი დოლარის მომცველი ზომების პაკეტს და გეგმას, რომელიც ითვალისწინებს უკრიანულ საქონელზე საბაჟო გადასახადის შემცირებას. ამის შესახებ ლუქსემბურგში შეხვედრისას განაცხადეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა. მათივე გადაწყვეტილებით, ოთხი კაცი დაემატა იმ პირთა სიას, რომელთა წინააღმდეგაც სანქციები მოქმედებს უკრაინის სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის გამო. სანქცირებულების ვინაობა 15 აპრილს გახდება ცნობილი. მინისტერიალზე მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, 22-მდე გაიზარდა ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა რიცხვი.