ლიკანში ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა იგეგმება

საპარტნიორო ფონდი და ყაზახეთის ეროვნული ნავთობისა და ბუნებრივი აირის კომპანია ახლო მომავალში ერთობლივ საინვესტიციო პროექტს განახორციელებენ. წლის ბოლომდე დაგეგმილია ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა კურორტ ლიკანში. პროექტის მთლიანი ღირებულებაა 38.5 მილიონი აშშ დოლარი, საპარტნიორო ფონდის თანამონაწილეობა კი 50 პროცენტია.