16 აპრილს გაიმართება ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის შეხვედრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე გაემგზავრა პრაღაში, სადაც 16 აპრილს შეხვდება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს. გამგზავრებამდე აბაშიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ქართული მხარისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სრული ინფორმაციის მიღება იმის შესახებ, თუ როგორ უყურებს რუსეთი ამ ფორმატით დიალოგის პერსპექტივას და ზოგადად, საქართველოსთან ურთიერთობას. „რა თქმა უნდა, დავსვამთ მწვავე თემებსაც, მხედველობაში მაქვს საოკუპაციო ხაზთან შექმნილი ვითარება და სხვა პრობლემური საკითხები", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ. მისივე თქმით, კარასინთან შეხვედრისას აუცილებალდ ისაუბრებს რამდენიმე დღის წინ რუსული თვითმფრინავის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტზეც.