კრემლის პრესმდივანმა დაადასტურა უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარების ყოფნის ფაქტი

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა დაადასტურა, რომ რუსეთის ჯარები განთავსებულია უკრაინის საზღვართან. მისივე თქმით, ამ ჯარების ნაწილი იქ მუდმივად იმყოფება. პესკოვი განმარტავს, რომ უკრაინასთან რუსეთის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე დამატებითი შენაერთები გააგზავნეს სამხედროების გასძლიერებლად, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე. ამასთან პესკოვმა „სრულიად მიუღებელი“ უწოდა ვაშინგტონის მუქარას, რომ რუსეთის წინააღმდეგ მორიგ სანქციებს შემოიღებენ, თუ მოსკოვი არ შეასრულებს ჟენევაში მიღწეული შეთანხმების პირობებს. ჟენევაში 17 აპრილს გაიმართა აშშ-ის, რუსეთის, უკრაინის და ევროკავშირის მთავარი დიპლომატების შეხვედრა.