ყირიმელი თათრების მეჯლისის თავმჯდომარე აიღებს რუსეთის პასპორტს

ყირიმელი თათრების თვითმმართველობის მთავარი ორგანოს - მეჯლისის თავმჯდომარემ რეფატ ჩუბაროვმა 22 აპრილს განაცხადა, რომ ის გახდება რუსეთის მოქალაქე იმისათვის, რომ ყირიმში, თავის ხალხთან დარჩენა შეძლოს. 22 აპრილსვე ყირიმელი თათრების ლიდერმა მუსტაფა ჯემილევმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დე ფაქტო ხელისუფლებამ მას 5 წლით აუკრძალა ყირიმის ტერიტორიაზე შესვლა. ჯემილევმა ყირიმის პრო-რუსული მთავრობა ყირიმელი თათრების შევიწროების კამპანიის წამოწყებაში დაადანაშაულა.