ბარაკ ობამა რუსეთს სანქციების გამკაცრებით ემუქრება

აშშ-ის პრეზიდენტი განაგრძობს აზიურ ტურნეს. ის ახლა იაპონიაში იმყოფება. სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და იაპონიის პრემიერ-მინისტრ შინზო აბეს ერთობლივი პრესკონფერენცია. აშს-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ დრომდე მოსკოვს არ მიუღია ზომები უკრაინის კრიზისის შესახებ ჟენევის შეთანხმების შესასრულებლად. ბარაკ ობამას განცხადებით, თუ რუსეთი არ შეასრულებს შეთანხმებით განსაზღვრულ პირობებს, აშშ გააძლიერებს მის მიმართ სანქციებს.