პოლიციამ დააკავა ყვარლის გამგებელი დავით ქევხიშვილი

პოლიციამ დააკავა ყვარლის გამგებელი დავით ქევხიშვილი და კიდევ 15-მდე პირი, მათ შორის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის რწმუნებული და ”ქართული ოცნების” აქტივისტები. საინფორმაციო სააგენტოთა ცნობით, დაკავება მოჰყვა დავით ქევხიშვილის მხარდამჭერთა საპროტესტო აქციას, რომლის მონაწილეები საკრებულოს თავმჯდომარეს და ნაციონალური მოძრაობის წევრებს დაუპირისპირდნენ და შენობაში შეიჭრნენ. კონფლიქტის გამო ჩაიშალა საკრებულოს სხდომა, რომელზეც შარშანდელი ბიუჯეტის შეუსრულებლობის გამო ადგილობრივ ჩინოვნიკთა პასუხისმგებლობის საკითხი განიხილებოდა.