რუსმა სამხედროებმა დააკავეს ხურვალეთში მცხოვრები სამი ქალი

კიდევ სამი მშვიდობიანი მოქალაქე დააკავეს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მყოფმა რუსმა სამხედროებმა. სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის დაკავებულები სოფელ ხურვალეთის მცხოვრებნი არიან. სამივე მათგანი ქალია.