ინტერვიუ გიორგი მარგველაშვილთან

Your browser doesn’t support HTML5

პრაღაში რადიო თავისუფლების შტაბ-ბინას ესტუმრა საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი. მან რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურს ინტერვიუ მისცა საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკურ გამოწვევებზე. მარგველაშვილი პრაღას სტუმრობდა ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის მეხუთე წლისთავისადმი მიძღვნილ შეხვედრაში მონაწილეობის ფარგლებში. აღმოსავლეთის პარტნიორობის მნიშვნელობა მარგველაშვილმა ასე შეაფასა: "ჩვენ ამ ხუთი წლის განმავლობაში აღმოსავლეთის პარტნიორობისგან მივიღეთ ბევრი პოზიტიური იმპულსი. ის დემოკრატიული პროცესი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ღრმავდება, გარკვეულწილად ამ დიალოგის გაგრძელებაა. ქართველები თავისთავად, კულტურულად, ინტელექტუალურად ევროპელები ვართ. მე მგონი ყოფის ნაწილშიც ევროპელები ვართ. მაგრამ ამის ინსტიტუციონალიზაცია არ მომხდარა, და ეს პროგრამა ამაში გვეხმარება“.