მაკედონიის ოპოზიცია არ ცნობს არჩევნების შედეგებს

მაკედონიის წამყვანი ოპოზიციური პარტია აცხადებს, რომ არ ცნობს კვირას გამართულ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს. არჩევნები არც დემოკრატიული არ იყო და არც სამართლიანი, - განაცხადა 27 აპრილს ზორან ზაევმა, მაკედონიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით ამომრჩეველთა რაოდენობამ საარჩევნო უბნებზე 53 %-ი შედგინა. საბოლოო შედეგი ხვალ დილით გახდება ცნობილი. სოციოლოგიური გამოკვლევებით მოელიან, რომ საკანონმდებლო ორგანოში არჩევნებს ზედიზედ მეოთხედ მოიგებს ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტრის, კონსერვატორი ნიკოლა გრუევსკის ლიდერობით მოქმედი მაკედონიის ეროვნული ერთიანობის დემოკრატიული პარტია. საპრეზიდენტო არჩევნებშიც მმართველი პარტიის წარმომადგენელს, მაკედონიის ამჟამინდელ პრეზიდენტს ჯორჯე ივანოვს უწინასწარმეტყველებენ გამარჯვებას.