სირიის ქალაქ ჰომსში აფეთქებამ 40-მდე ადამიანი შეიწირა

სირიაში, სულ ცოტა, 37 ადამიანი დაიღუპა დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად. ორგანიზაცია „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის“ ინფორმაციით, დაიჭრა 80-მდე ადამიანი. აფეთქება მოხდა ცენტრალურ სირიაში მდებარე ქალაქ ჰომსში - რაიონში, რომელსაც მთავრობის ერთგული ძალების აკონტროლებენ. მთავრობის ჯარებსა და მეამბოხეებს შორის უკვე თვეებია გრძელდება ბრძოლა ჰომსის გასაკონტროლებლად. დღეს უფრო ადრე, დამასკში სარაკეტო იერიშის შედეგად დაიღუპა, სულ ცოტა, 14 ადამიანი.