ირაკლი ღარიბაშვილი NDI-ის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა ყველა პარტიას ჰქონდეს სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის საშუალება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა NDI-ის დელეგაციასთან დღევანდელი შეხვედრისას. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი იყო თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადებაზე, საარჩევნო გარემოსა და პოლიტიკური სუბიექტების აქტივობაზე. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების მიზანია დემოკრატიული, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება.