საქართველოში იმყოფება ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი

თბილისში იმყოფება სამხრეთ კავკასიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი, რომელიც დღის განმავლობაში შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის წევრებს. აპატურაის განცხადებით, შეხვედრებისას განიხილება რეგიონული უსაფრთხოებისა და ნატო-საქართველოს შემდგომი თანამშრომლობის საკითხები.