სირიაში 18 კაცი დაიღუპა თვითმკვლელების იერიშის შედეგად

18 კაცი ემსხვერპლა და 50 დაიჭრა სირიის ცენტრალურ ჰამას პროვინციაში თვითმკვლელი მოიერიშეების მიერ ორი დანაღმული ავტომობილით მოწყობილ თავდასხმას. სირიის სახელმწიფო მედიის ცნობით დაღუპულთა შორის 11 ბავშვია. თავდასხმა ქალაქ ჯიბრინ ალ ჰამაირიში მოხდა, ზუსტად სამი დღის შემდეგ, რაც სამთავრობო ჯარების კონტროლის ქვეშ მყოფ ჰომსსა და დამასკში მომხდარ თავდასხმებში 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. სამი წლის განმავლობაში სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომში სულ მცირე 150 ათასი კაცი დაიღუპა.