პუტინმა არ იცის როგორ უპასუხოს ძალადობას აღმოსავლეთ უკრაინაში

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი „ღრმა მწუხარებას“ გამოთქვამს ოდესაში, პროფკავშირების სასახლეში გაჩენილი ხანძრის შედეგად ადამიანების დაღუპვის გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახს. 2 მაისს ქალაქ ოდესაში დატრიალებულ ტრაგედიაში 40-მდე კაცი, მათ შორის ძირითადად უკრაინის ფედერალიზაციის მომხრე პრო-რუსულად განწყობილი აქტივისტები დაიღუპნენ. იუწყებიან, რომ „მოლოტოვი კოქტეილებს“ უშენდნენ შენობას, რომელსაც დემონსტრანტები აფარებდნენ თავს. როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, მოსკოვი აღმოსავლეთ უკრაინიდან ღებულობს ათასობით თხოვნას დახმარების შესახებ. თუმცა, მოსკოვმა ჯერ კიდევ არ იცის, თუ როგორ უპასუხებს მზარდ ძალადობას აღმოსავლეთ უკრაინაში, - ნათქვამია პესკოვის განცხადებაში.