რუსეთი „სადამსჯელო ოპერაციის“ შედეგებზე პასუხისმგებლობას დასავლეთს აკისრებს

რუსეთის პრეზიდენტი პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვის განცხადებით, მოსკოვმა დაკარგა გავლენა რუსულენოვან მოქალაქეებზე აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც დასავლეთის მხარდაჭერით „სადამსჯელო ოპერაცია“ ტარდება. 2 მაისს ქალაქ ოდესაში დატრიალებულ ტრაგედიაში 40-მდე კაცი, მათ შორის ძირითადად უკრაინის ფედერალიზაციის მომხრე პრო-რუსულად განწყობილი აქტივისტები დაიღუპნენ. იუწყებიან, რომ სავარაუდოდ ევრომაიდნის აქტივისტები „მოლოტოვის კოქტეილებს“ უშენდნენ შენობას, რომელსაც დემონსტრანტები აფარებდნენ თავს. ხალხის დაღუპვის გამო უკრაინის მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრ ტურჩინოვმა ქვეყანაში ორდღიანი გლოვა გამოაცხადა.