ყაზახმა მებაჟეებმა დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელიც დიდი თანხით მიფრინავდა თბილისში

ყაზახეთში მებაჟეებმა დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელიც აპირებდა თბილისში გაფრენას და მიჰქონდა დიდი რაოდენობით ვალუტა - 76 500 ევრო. ყაზახეთის საბაჟო სამსახურის ცნობით, მამაკაცი დააკავეს ალმა-ატის საერთაშორისო აეროპორტში, მის ბარგში ფულის აღმოჩენის შემდეგ. ფულის შესახებ მას არ ჰქონდა ჩაწერილი საბაჟო დეკლარაციაში. დაწყებულია გამოძიება.