ალექსანდრ ანქვაბი სოხუმის სავადმყოფოში მოათავსეს

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდრ ანქვაბი სოხუმის სავადმყოფოში მოათავსეს. მისი ოფიციალური წარმომადგენლის, კრისტიან ბჟანიას განცხადებით, ანქვაბი, რომელსაც ექიმებმა ჰიპერტონიული კრიზის დიაგნოზი დაუსვეს, მკურნალობის შემდეგ თავს კარგად გრძნობს.