ყოფნა-არყოფნა და ახალი თავდაცვითი საშუალებების საჭიროება

7 მაისს პარიზის დიპლომატიის საერთაშორისო აკადემიაში სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციას რუსეთის აგრესიისა და გავლენის ზონაში მოქცევისგან საქართველოს დაცვის გარანტია უწოდა. ერთი თვის წინ ვილნიუსში ისიც კი განაცხადა, რომ ნატოს მფარველობის გარეშე საქართველო, შესაძლოა, საერთოდ გაქრეს პოლიტიკური რუკიდან. ხოლო საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ჩვენი რადიოსთვის მოცემულ ინტერვიუში დააკონკრეტა, თუ რა სახის მფარველობას მოელის საქართველოს ხელისუფლება დასავლეთისგან: „ჩვენ დაგვჭირდება მეტი თავდაცვითი - ჰაერსაწინააღმდეგო და ანტისატანკო საშუალებები. ეს არ არის შეტევითი, ეს არის წმინდად თავდაცვითი საშუალებები, მაგრამ თუ საქმე საქმეზე მიდგება, ჩვენ გვჭირდება იარაღი ჩვენი თავისუფლების დასაცავად“, - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.

არის თუ არა ნატოში გაწევრიანება საქართველოსთვის ყოფნა-არყოფნის საკითხი და რას აძლევს საქართველოს თავდაცვითი საშუალებები მის წინაშე არსებული საფრთხეების პირობებში?

ამ თემებს ეხება კობა ლიკლიკაძის ახალი ყოველკვირეული პროგრამა „დაბრკოლების ზოლი“.

Your browser doesn’t support HTML5

დაბრკოლების ზოლი