69 წელი ომის შემდეგ

Your browser doesn’t support HTML5

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებმა ფაშიზმზე გამარჯვების 69-ე წლისთავი აღნიშნეს. სამამულო ომის მონაწილეები და მათი ოჯახის წევრები თბილისში, ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის საფლავთან შეიკრიბნენ. ცერემონია დილაადრიან დაიწყო. 12 საათისათვის ვაკის პარკში პარლამენტის თავმჯდომარე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც გამოჩნდნენ. მათ ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცეს და მადლობა გადაუხადეს.